Friday, December 20, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ფოტოგრაფია და ბუნება.

პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებისთვის საინტერესოა საგანი, რომელიც საინტერესოა, სახალისოა და სავსეა ორიგინალური ჩართულობებით. მასწავლებელი მუდმივად უნდა ეძებდეს გზებს იმისა თუ როგოr გახდეს საგანი ადვილად დასაძლევი და ამავდროულად საინტერესო და სახალისო.
ü  საქმე იმაშია რომ ბავშვების უმეტესობას საგნის სწავლა ერთფეროვან გარემოში უჭირთ  და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტური ღონისძიებებია საჭირო.
ü  პროექტი შეეხება ბავშვების სხვა გარემოში სიახლეების აღებას და ეს გარემო არის ბუნება და ფოტოგრაფია, სადაც ისინი დააფიქსირებენ ბუნების უცნაურობებს და მის მრავალფეროვნებას. ისინი შეაგროვებენ ფოტო მასალას და მიღებული ფოტო მასალის საფუძველზე დაწერენ მოკლე ესეებს.

პროექტის აქტუალობა: იქიდან გამომდინარე რომ გლობალური დათბობის შედეგად ზიანდება ბუნება „მწვანე გარემო“ და მისი მრავალფეროვნება საინტერესო იქნება იმ განსაკუთრებული მცენარეთა სამყაროს აღბეჭდვა ფირზე რომლებიც დღეს არიან მაგრამ ემუქრებათ გადაშენება.

პროექტის მიზანი: მიზანი არის  ახალი ინგლისური სიტყვების სწავლა ლექსიკური მარაგის გამდიდრება, და მიღებული ცოდნის გამოყენება მოკლე ესეების წერისთვის ინგლისურ ენაზე.
ü  მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად საინტერესო და გამსხვავებული თემის შექმნა მასწავლებლის დაუხმარებლად და დამოუკიდებელი მოქმედების უნარჩვევის გამომუშავება და გამტკიცება არსებული ცოდნის ასევე მიღებული ცოდნა მათ შეუძლიათ გაუზიარონ თანატოლებს ბლოგის საშუალებით ინგლისურ ენა.

მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი:
პროექტი იქმნება  9-10 კლასის მოსწავლეებისთვის იმოტომ რომ მათ აქვთ გარკვეული ცოდნა ინგლისური ენის და შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძრაობა საზოგადობაში და აქვთ გარკვეული უნარჩვევა კომპიუტერის მოხმარების

პროექტის ხანგძლივობა: 4 თვე

პროექტისთვის საჭირო მასალები: ფოტოაპარატი. კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის შედეგი: პროექტისგან მიღებული შედეგი იქნება :მოსწავლე გახადო მკვლევარი, მოსწავლეებს ეცოდინებათ ახალი ინგლისური სიტყვები და მათი ლექსიკური მარაგი გამდიდრდება.ისინი ისწავლიან დამოუკიდებლად მოქმედებას. წერის და გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენებას ესეების წერისთვის. უცნობი სიტყვების დამოუკიდებლად თარგმნა ინტერნეტის საშუალებით. ახალი თემის გაზიარებას თანატოლებთან ინტერნეტის საშუალებით. ფოტო მასალების გამოფენის მოწყობის ორგანიზება. პრეზენტაციის მოწყობა.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა I. მზადება ბუნებაში გასვლისთვის.

აქტივობა 2. ჯგუფების დაყოფა ზონებად, ფოტოაპარატის მომზადება, საჭირო მასალების მოპოვება.

აქტივობა 3. კომპიუტერში სურათების გადატანა.

აქტივობა 4 . სურათის მიხედვით მოკლე ესეს შექმნა ინგლისურ ენაზე და ინტერნეტის გამოყენება უცნობი სიტყვების თარგმნისთვის, ელექტონული ვერსიის შექმნა საპრეზენტაციოდ.

აქტივობა 5. ფოტოების ბეჭდვა სკოლის კედლისთვის, პროექტორის მომზადება. ჩვენება
შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური:
·         მიღებული ცოდნის გამოყენება  სასაგნო, სხვა  ღონისძიებებში. დამოუკიდებლად ორგანიზება.
·         სწორად და გამართულად ესეს წერა ინგლისურ ენაზე.
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·         ინგლისურ ენაზე ორიგინალურად აზრის გადმოცემა.

პროექტის ხელმძღვანელი: კობა კიღურაძე.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: kighuradzekoba@gmail.com

გაკვეთილის გეგმა, შეფასების სქემა და ელექტრონული პრეზენტაცია.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
TO BE verb
საგანი პედაგოგი
ინგლისური/კიღურაძე კობა
სწავლების საფეხური /კლასი
დონე  დაწყებითი 4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
17 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის აქტუალობა
·         გრამარიკული ფორმის „ყოფნის“ ცოდნა და შეძენილი ცოდნით წინადადებების წარმოთქმა, წერა, კითხვა წინადადებების შედგენა ინლგისურ ენაზე.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         გაკვეათილის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ to be-ზმნის წარმოემა წინადადებების წერა მიმართებითში, კითხვითში და უარყოფითში.
·         კითხვის დასმა  და პასუხის გაცემა ზეპირი მეტყველებით.
·         მრავლობითი და მხოლობითი რიცხვის ფორმებისთვის სწორი ფორმის შერჩევა to be-ზმნის.
·         წაკითხვა წინადადებების.
წინარე ცოდნა
ინგლისური სიტყვების ცოდნა, არტიკლის ცოდნა.
არსებითი სახელის მრავლობითი და მხოლობითი ფორმების ცოდნა
შეფასების საგანი და პროცედურები
   მოსწავლე ფასდება წინასწარ შედგენილი სქემის საფუძველზე და  განმავითარებელი ინდივიდუალური ზეპირი კომენტარით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
English world book, English pictures, computer,
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
პირველი 3 წუთი მოწესრიგება და მზადება გაკვეთილისთვის.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ საშინაო მასალის შემოწმება და წინარე ცოდნის გახსენება _ 10 წთ.
აქტივობა 2 _ სურათების გამოყენებით  გახსენება მრავლობითი და მხოლობითი არსებითი სახელების. 7 წთ.
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 2 წთ.
აქტივობა 4 _ სიტყვების ინგლისური ტერმინოლოგით წარმოთქმა._ 10 წუთი.
 სიტყვების სწორად წარმოთქმა კომპიუტერის მეშვეობით და მოსმენა.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 5 _  ახალ სიტყვებზე მუშაობა _ 10 წთ.
შემდეგ ვწერ დაფაზე არეულად წინადადებებს და ვავალებ დაალაგონ სწორად დაწაიკითხონ თუ რომელიმე მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებას დაფაზე მოცემულ სიტყვებს ვუნომრავ და ვთხოვ გადაწეროს თანმიმდევრობით.

გაკვეთილის ბოლოს 3 წუთს თუ აღმოჩნდება მოსწავლე, რომელმაც ვერ გაიგო ვუწერ ნიმუშს რვეულში და ვთხოვ ანალოგიები გააკეთოს სახლში ლექსიკონის და ჩაწერილი შესაბამისი გრამატიკული ფორმის გამოყენებით.



შეფასების კრიტერიუმი

საშინაო დავალება
დავალება არ არის შესრულებული
დავალება შესრულებულია მაგრამ შეცდომებია
დავალება შესრულებულია შეცდომები არ არის
გაკვეთილზე ჩართულობა
უყურადღებოა
სისტმარიური მსმენელი არ არის ვერ პასუხობს ყველა კიტხვას
კარგი მსმენელია აქტიურია კითხვებს პასუხოს კარგად
ლექსიკონის გამოყენება

ლექსიკონს ვერ იყენებს

უჭირს საჭირო სიტყვების სწრაფად მიგნება

ლექსიკონს იყენებს აქტიურად
წინადადებების აღქმა
ვერ აღიქვამს
უჭირს სწრაფად აღქმა
აღიქვამს სწრაფად არ უჭირს გაგება

 ელექტრონული პრეზენტაცია